LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქულბაქი, კიდევ ერთი საოცარი სოფელი საქართველოში – ეს ლეჩხუმის სილამაზეა (ფოტოები)

3387
56760719-581007339084729-6907764153205653504-n

„ფორტუნა“ აგრძელებს საქართველოში თქვენთან ერთად მოგზაურობას და ამჯერად ლეჩხუმის მხარეს და აქ არსებულ ერთ ულამაზეს სოფელს – ქულბაქს წარმოგიდგენთ.

ვიდრე უშუალოდ ქულბაქის შესახებ გიამბობთ, ლეჩხუმზე ზოგად ინფორმაციას მოგაწვდით: ეს დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მხარეა, რომელიც ტყეებით, ჩაჩქერებით, კანიონებით, მინერალური წყლებით, ალპური მდელოებით, ტბებით და მისტიური, დიდი ისტორიის ხვამლის მთით – ძალიან  საინტერესო და მიმზიდველია მოგზაურობის მოყვარულთათვის.

10 თვალისმომჭრელი ქართული სოფელი, რომელზეც შესაძლოა ჯერ არ გსმენიათ (ფოტოები)

რამდენიმე ადგილი მაღალმთაში, რომლის ნახვასაც გირჩევთ

ლეჩხუმის ტერიტორია ათასწლეულების ისტორიას ინახავს. აქ ვხვდებით წინარექრისტიანულ ნამოსახლარებს, შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეებსა და ტაძრებს. მწვანეში ჩაფლული ლეჩხუმის ბუნება ჩანჩქერებით, ტბებით, ულამაზესი მინდვრებითა და ვრცელი ხედებით წალკოტს მოგვაგონებს.

განსაკუთრებით დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე საირმის სვეტები და უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ხვამლის მთა, სადაც, მითების თანახმად, ზევსის ბრძანებით მიაჯაჭვეს პრომეთე, რომელიც შემდგომ ჰერაკლემ დაიხსნა.

ამ ყველაფერთან ერთად, არანაკლებ საინტერესოა ლეჩხუმის რიგითი, პატარ-პატარა სოფლები. მათ შორის აღსანიშნავია ქულბაქი, რომელიც ზღვის დონიდან 720 მეტრზე, მდინარე ჯონოულის ხეობაში მდებარეობს. ქულბაქი ცნობილია აქ არსებული ტბებით -ულამაზესი მწვანე და “ბაბუშკინოს” ტბა.

ქულბაქის ტბების ამსახველ ფოტოებს და ვიდეორგოლს სოციალურ ქსელში ფეისბუქგვერდი „ქულბაქი – ლეჩხუმის სილამაზე /Village Qulbaqi.Georgia“ ავრცელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები