LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუცნაშვილი: თუ ვინმეს ჰგონია, რომ აქციით პრობლემა გადაწყდება, სულ მცირე გულუბრყვილოა

89
zaqariaaa

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ აქციით და მიტინგით პრობლემას გადაწყვეტს, მაშინ ის სულ მცირე, გულუბრყვილოა,“ – ასე ეხმაურება “რუსთავი 2”-თან საუბარში ქართული ოცნების წევრი , ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენთან მიმდინარე აქციებს. ის ამბობს, რომ აქციის დროს განვითარებულ მოვლენებზეც პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკუთვნის, რადგან მათ ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები გააჟღერეს.

ქუცნაშვილს მიაჩნია, რომ 20-21 ივნისის აქციის მთავარი მიზანი ძალაუფლების ხელში ჩაგდება იყო.

გარდა ამისა, ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ რუსი დეპუტატები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე დიდი ხნის განმავლობაში ისაუბრებენ და ამ მოცემულობის შეცვლა მხოლოდ საერთაშორისო ინსტრუმენტებით შეიძლება.

„რუსი პოლიტიკოსები ილაპარაკებენ კიდევ კაი ხნის განმავლობაში ასე. ეს მოცემულობაა, ამ მოცემულობას შენ რუსთაველზე დროშის ფრიალით ვერ შეცვლი. ეს მოცემულობა შეიძლება, შევცვალოთ ჩვენ სხვა გზით და ეს არის საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენება, როგორც გააკეთეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა მრავალი საუკუნის წინ – მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკების გზით ოკუპაციის დაძლევა და არა ომის გზით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ აქციით და მიტინგით პრობლემას გადაწყვეტს, მაშინ ის, სულ მცირე, გულუბრყვილოა. შესაბამისად, დროა საჭირო იმისთვის, რომ ყველა მიხვდეს, თუ რა იყო 20-21 ივნისის აქციების მთავარი მიზანი. მთავარი მიზანი იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ამ ძალაუფლების ხელში ჩაგდების ინტერესმა დააზარალა საქართველოს ეროვნული ინტერესები. ამ მიზნის მიღწევისთვის ჩვენი საზოგადოების ჯანსაღ ემოციაზე ითამაშეს,“ – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

რუსთაველის გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრია. დღეს აქციის რიგით მე-14 დღეა და მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრბებიან. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია.

ხვალ კი პარლამენტთან მიმდინარე აქციას #სირცხვილია მუსიკოსები შეუერთდებიან. 

მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ - ვინ იმღერებს ანტისაოკუპაციო კონცერტზე

ცნობილია იმ შემსრულებლების სია, რომლებიც საქართველოს პარლამენტის წინ დაუკრავენ და იმღერებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები