რუსთავის საკრებულომ ის ქუჩები დაამტკიცა, რომლებზეც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ნაწილი ჩატარდება.
როგორც „ფორტუნას“ რუსთავის საკრებულოს პრესსამსახურში განუცხადეს, საკრებულოს წევრებმა სულ 25 ასეთი ქუჩა დაამტკიცეს.
ეს ქუჩებია:
თბილისის, ცურტაველის, სპორტის, სუმგაითელ მეტალურგების ქუჩა, დუმბაძის, მესხიშვილის, ლეონიძის, ტაშკენტის, ფალიაშვილის, კლდიაშვილის, ჩერკასკის, ქუთაისის, ფიროსმანის, მოდებაძის, აღმაშენებლის (მოდებაძის ქუჩიდან ახალ ხიდამდე), ლომოურის, მესხიშვილის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთამდე (მე-12მკრ-ის და მე-16 მკრ-ის შორის მდებრე გზა), დონეცკელ მეტალურგთა, მელიქიშვილის, სანაპიროს, გიორგი ნიკოლაძისა და მშენებელთა ქუჩიდან გაგარინის ქუჩის გადასახვევამდე, ჭავჭავაძის ქუჩა, თავგორაშვილის ქუჩა, ჟიული შარტავას გამზირი, მეგობრობის გამზირი, მერაბ კოსტავას გამზირი #20-მდე (ცენტრალური გზა ქალაქის შემოსასვლელიდან მერიის ადმინისტრაციულ შენობამდე).
შემოდგომიდან მართვის მოწმობის აღების მსურველებს, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მომსახურების სააგენტოს ნაცვლად, ქალაქის ქუჩებში მოუწევთ.