LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკში ქუჩაში სიარულის დროს მობილური ტელეფონის გამოყენება შესაძლოა კანონით აიკრძალოს

100
newyorkmesages

ნიუ-იორკის ქუჩებში გზაზე გადასვლა ნამდვილი გამოწვევაა და ამ დროს სმარტფონის გამოყენება შესაძლოა ძალიან სარისკო იყოს. მეგობართან საუბარში გართულმა ადამიანმა შესაძლოა მოახლოებული ავტომობილი, ველოსიპედი თუ სხვა ტრანსპორტი ვერ შეამჩნიოს და ყველაფერი სავალალო შედეგით დასრულდეს.

სწორედ ამიტომ, ქუჩაში სიარულის დროს მობილური ტელეფონის გამოყენება შესაძლოა კანონით აიკრძალოს. CNN-ის ინფორმაციით, ჯარიმა  25 დოლარიდან 250 დოლარამდე იქნება. კანონპროექტის მიხედვით, შეზღუდვა შეეხება მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ელექტრონული ფოსტის შემოწმებას და ინტერნეტის გამოყენებას, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა როცა მიზეზი გადაუდებელი აუცილებლობაა.

კანონის მიღების მიზეზი კი გახდა ოფიციალური სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ბოლო პერიოდში ფეხით მოსიარულეთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან გაიზარდა. მაგალითად, გასულ წელს  6,227 ადამიანი გარდაიცვალა და უმრავლეს შემთხვევაში ავარიის მიზეზი სწორედ სმარტფონი იყო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები