LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ოჯახი, არ მიიღო არც ერთმა თავშესაფარმა.. ვუყიდეთ საცხოვრებელი სახლი – კონტეინერი და გვჭირდება ადგილი, სადაც ამ კონტეინერს დავდგამთ.. მოგვეხმარეთ, როგორც შეგიძლიათ“ – აკა სინჯიკაშვილი

238
Untitled design

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ უსახლკარო ოჯახს საცხოვრებელი სახლი – კონტეინერი შეუძინეს და სახლი ყოველთვის ექნებათ.

როგორც აკა სინჯიკაშვილი წერს, ახლა სჭირდებათ ადგილი, სადაც აღნიშნულ კონტეინერს განათავსებენ.

„ბედნიერი ამბები გვაქვს ??? და თან გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ❤️❤️❤️❤️❤️

ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ოჯახი, არ მიიღო არც ერთმა თავშესაფარმა და არ შეუშვა სახლში არავინ, სწორედ იმიტომ, რომ ავად არიან და ქუჩაში სძინავთ.

ამიტომ ასე გადავწყვიტეთ და ვუყიდეთ საცხოვრებელი სახლი – კონტეინერი ❤️❤️❤️ სადაც სამუდამოდ იცხოვრებენ და სახლი ყოველთვის ექნებათ ????

ახლა მთავარი! გვჭირდება ადგილი, სადაც ამ კონტეინერს დავდგამთ. უნდა იყოს თბილისში, ან ახლოს, რომ შევძლოთ სიარული და მათი მოვლა. ახლოს უნდა იყოს წყალი და დენის წყარო, რომ სითბო ჰქონდეთ. უნდა შეეძლოს ეტლით მოსარგებლე ადამიანს სახლამდე მისვლა.

თუ შეგიძლიათ ვინმეს, ასეთ ადგილას რომ მოგვცეთ დადგმის უფლება.

თუნდაც დროებით. კონტეინერი მოძრავია და ნებისმიერ დროს შეიძლება გადატანა სხვა ადგილას.
ან თუ ასეთი ადგილი გეგულებათ ქალაქში. მოხერხებული რომ იყოს.

თუ სხვა გზა არ დაგვრჩება, ეს კონტეინერი, უკვე ამ ისედაც გამწარებულ ოჯახს ეკუთვნის და სადაც მეტყვიან, ზუსტად იქ დავუდგამთ. თუნდაც მერიის წინ.

თუკი დავრწმუნდებით, რომ ამხელა ქალაქში, 20 კვადრატული მიწა არ არის ავადმყოფი მოხუცებისთვის.

აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ ამბავს ❗ მოგვეხმარეთ რა როგორც შეგიძლიათ ❤️“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.

 

ბედნიერი ამბები გვაქვს???
და თან გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ❤️❤️❤️❤️❤️
ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ოჯახი, არ მიიღო…

Posted by Akaa Sinjikashvily on Monday, December 4, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები