LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქსელში მფრინავი ავტომობილის პირველი კადრები გამოჩნდა (ვიდეო)

41

ქსელში მფრინავი ავტომობილის პირველი კადრები გამოჩნდა. კანადურმა სტარტაპმა Opener-მა თავისი ერთადგილიანი BlackFly-ს პირველი ტესტ-დრაივი გამართა.

გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ აფრინდა ავტომობილი მიწიდან და წყალს უპრობლემოდ გადაუფრინა. უჩვეულო მოწყობილობა ვიზუალურად გავს ნავს, რომელსაც წინა და უკანა მხარეს ფრთების მაგვარი მოწყობილობები აქვს. როგორც პროექტის ავტორები აზუსტებენ, ავტომობილს ვერტიკალურად აფრენა და ნებისმიერ ადგილას – ბალახზე, თოვლზე, ყინულსა თუ ასფლატზე დაჯდომა შეუძლია.

მფრინავი მობილი საკმაოდ მარტივად, ერთი ჯოისტიკით იმართება და საჭიროების შემთხვევაში მისი ტრანსპორტირებაც საკმაოდ მარტივია – ის მცირე ზომის ფურგონში ჩვეულებრივად თავსდება. BlackFly-ს მხოლოდ ერთი ადამიანის ტრანსპორტირება შეუძლია და ფრენის მსურველი 198 სმ-ზე მაღალი არ უნდა იყოს და 113 კგ-ზე მეტსაც არ უნდა იწონიდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები