ქსელში მაილი საირუსის პიკანტური ფოტოები გამოქვეყნდა. ფოტოებზე, რომლებიც ვიზუალური ჟურნალისთვის Plastik გადაიღეს, 26 წლის ვარსკვლავი პროვოკაციულად პოზირებს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საზოგადოებას დღემდე კარგად ახსოვს შემსრულებლის არაერთი ეპატაჟური გამოსვლა სცენასა თუ წითელ ხალიჩაზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სკანდალმა ახალგაზრდა მომღერალი აღაშფოთოს.
საინტერესოა, რომ მაილის წარმომადგენლებს ამ ფაქტზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. უცნობია ისიც, იგეგმებოდა თუ არა გოგონას შიშველი ფოტოების ჟურნალში გამოქვეყნება.
შეგახსენებთ, რომ საირუსი ერთადერთი არ არის, ვისაც ჰაკერებმა არასასურველი ფოტოები ინტერნეტში გაუვრცელეს. აქამდე კიბერშეტევის მსხვერპლი რიანა, ჯენიფერ ლოურენსი და სხვა ვარსკვლავებიც გამხდარან.