LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქსელში არეტა ფრანკლინის დოკუმენტური ფილმის პირველი თრეილერი გამოჩნდა (ვიდეო)

83
ArethaFranklin

დოკუმენტური და საკონცერტო ფილმი, რომელიც არეტა ფრანკლინის მეოთხე ლაივ ალბომის, Amazing Grace ჩაწერისას, 1972 წელს, ლოს-ანჯელესის ბაპტისტურ ეკლესიაში გადაიღეს, დღის სინათლეს 5 აპრილს იხილავს.

ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ქსელში სურათის ოფიციალური თრეილერი გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ ფირი, რომელიც ლეგენდარული შემსრულებლის პერფორმანსის უნიკალურ კადრებს ინახავს, თაროზე 38 წელი ინახებოდა.

შეგახსენებთ, რომ არეტა ფრანკლინი 2018 წლის 16 აგვისტოს, დეტროიტში, საკუთარ სახლში, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი, პანკრეასის კიბო გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები