LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრთამის აღებაზე გლდანის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს (ვიდეო)

281
dakaveba

გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომელი, რომელიც მუხიანის საუბნო განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. სუსის ინფორმაციით,  დაკავებული პირი, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, საქართველოს მოქალაქეს გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებაში და შესრულებული სამუშაოების ჩაბარებაში დაეხმარა. სანაცვლოდ კი მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 1700 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

https://www.facebook.com/sssgeo/videos/377794536281286/