LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრთამი უნებართვო მშენებლობის მფარველობისთვის – დაკავებულია თერჯოლის მერიის თანამშრომელი 

179
vzyatka

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულს უნებართვო მშენებლობებისთვის სამსახურებრივი მფარველობის გაწევის და რეაგირების განუხორციელებლობის სანაცვლოდ ქრთამის სახით შესთავაზეს და მოგვიანებით გადასცეს 1000 ლარი.

მერიის თანამშრომლის გარდა, ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულია ორი მოქალაქე.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ კახი კ-მ და გია მ-მ,  უნებართვო მშენებლობებისათვის სამსახურებრივი მფარველობის გაწევის და რეაგირების განუხორციელებლობის სანაცვლოდ გელა ქ-ს ქრთამის სახით შესთავაზეს და მოგვიანებით გადასცეს 1000 ლარი,” – წერია განცხადებაში.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.