LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრთამი აიღესო: პიონჩანგის ოლიმპიადის არჩევა სუფთა არ ყოფილა

98

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 27-მა წევრმა, რომელმაც მხარი დაუჭირა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლად პიონჩანგის არჩევას, სანაცვლოდ, მარკეტინგული და სპონსორული კონტრაქტები მიიღო ანუ ქრთამი. ამას InsideTheGames წერს.

გამოცემის ცნობით, ეს კორეის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტის მენ-ბაკ ლის საქმის გამოძიების მსვლელობისას დადგინდა. სოკ-ის 27 მოსყიდული წევრიდან 12 აფრიკულ ქვეყნებს წარმოადგენს. ამ სიიდან ნაწილს არჩევნების პირველ წრეში ხმა ფრანგული ანსისთვის უნდა მიეცა. ამ განაცხადის წაგების შემთხვევაში, მეორე წრეში მათ ხმებს პიონჩანგი მიიღებდა.

27 წევრის სია მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის ლამინ დიაკის ვაჟმა პაპა მასატა დიაკმა შეადგინა. უფრო ადრე, ის თავად იყო დადანაშაულებული, რომ 2016 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე რიო-დე-ჟანეიროს განაცხადისთვის მხარდაჭერის სანაცვლოდ ქრთამი აიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები