LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქროსოვერები, რომლებსაც ყველაზე ცუდი ფარები აქვთ

97

ამერიკელმა ანალიტიკოსებმა ტესტ-დრაივის მსვლელობისას ის ქროსოვერები გამოავლინეს, რომლებსაც ყველაზე ცუდი ფარები აქვთ. მათ ასევე იმ ავტომობილებს გაუწიეს რეკომენდაცია, რომელთა ოპტიკაც ღამით მგზავრობისას ყველაზე კარგად ანათებს.

ექსპერტებმა ორი კარგი და 11 ცუდი ავტომობილი დაასახელეს. ცდები სიბნელეში ჩატარდა. ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილ ავტომობილთაგან საუკეთესო შედეგები კორეულმა Hyundai Santa Fe-მ და შვედურმა Volvo XC60-მა აჩვენეს. დაბალი ხარისხის ოპტიკა კი შემდეგ მოდელებს აღმოაჩნდათ: Lincoln MKC, Infiniti QX60, Lincoln MKX, Ford Edge, Dodge Journey, GMC Terrain, Ford Explorer, Jeep Wrangler, KIA Sorento, Hyundai Santa Fe Sport, Toyota 4Runner.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები