LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრისტინე იმედაძე: „სტაიანშიკის“ ხურდების გროვებაში ამომხდა სული…“

247

ქრისტინე იმედაძე წერს იმ პრობლემის შესახებ, რომელიც, ალბათ, ბევრს აწუხებს. ხურდები, რომლებიც საპარკინგზე ადგილებზე მდგომი ე.წ. სტაიანშიკებისთვისაა საჭირო…

„სითი პარკი“ თუ რაც გადაგერქვა, არ ვიცი… დღის განმავლობაში ორას ადგილას რომ ვაპარკინგებ… „სტაიანშიკის“ ხურდების გროვებაში ამომხდა სული… (თან ზოგს ოკიუპირებული რომ აქვს რაღაც რეკვიზიტით ერთი-ორი ადგილი და წინასწარ გითანხმებს ორი ლარიო)

ძალიან დამღლელი და ნერვების მომშლელია ყოველდღიურ ქაოსთან ერთად კიდე ლიფტის ხურდა, პარკინგზე ხურდა… იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დღის ბოლოს (სულ მინდა დავთვალო და მავიწყდება) და მერე თვის ბოლოს რა თანხა ჯდება მანქანის გაჩერება(პრინციპში სახლში ასვლაც ).

ხომ არ შეიძლება,„სტაიანშიკის„ ხელფასიც დაემატოს იმ ოფიციალურ გადასახადს და ერთიანად ვიშორებდეთ ამ თავსატკივარს… ?

მადლობა.

ხო, ხო, ვიცი, რომ სხვა ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემაა მოსაგვარებელი… ისიც მაწუხებს, არ ჩამდოთ მიწაში

ჰაერს მალე გაასუფთავებენო, ამბობენ…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები