იოანე (ხუან) ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელიც ესპანეთში მცხოვრებ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელია, სოციალურ ქსელში წერს, რომ ის და მისი რჩეული, ცნობილი მოდელი ქრისტინე ძიძიგური პირველი შვილის მოლოდინში არიან.
“ქრისტინე და მე მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენ ველოდებით ჩვენს პირველ შვილს 2021 წლის დასაწყისში. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს.”- წერს სოციალურ ქსელში.
იოანე (ხუან) ბაგრატიონ-მუხრანელმა და ცნობილმა მოდელმა ქრისტინე ძიძიგურმა, 2014 წელს ესპანეთში იქორწინეს.
ექსმოდელი იოანე ბაგრატიონზე გათხოვების შემდეგ ქრისტინე დე ბაგრატიონ-მუხრანი გახდა. წარმატებული სამოდელო კარიერა დაასრულა და სხვა ტიპის კარიერაზე გადაერთო.