საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქრისტესშობის სადღესასწაულო მსახურება სამების საპატრიარქო ტაძარში შესრულდება.
„თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მსახურება 00:00 საათზე დაიწყება. ქრისტესშობის სადღესასწაულო მსახურებას, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აღასრულებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⛪ დღეს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში შესრულდება ქრისტესშობის სადღესასწაულო მსახურება,…
Posted by საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური on Saturday, January 6, 2024