LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქრისტეს ისე არავინ მტრობს, როგორც დამახინჯებული ქრისტიანობა!“ – პეტრე კოლხი ლომისობიდან გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება

2089
fot (2)

ლომისობის დღესასწაული დუშეთის რაიონში, ყოველ წელს, აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება. მლოცველებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გამორჩეული ძალის მქონეა. ისინი სალოცავს შინაურ ცხოველს, უმეტესად,ცხვარს სწირავენ და სჯერათ, რომ სათხოვარი, რომლითაც ისინი ტაძარში მიდიან, აუსრულდებათ.

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ვრცელდება ლომისობის დღესასწაულზე გადაღებული ვიდეო, რომელმაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია.

კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ახალგაზრდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები მიწაზე წვებიან, მათ კი აკარდეონის მუსიკის ფონზე ზემოდან ადამიანები უვლიან.

აღნიშნულ ვიდეოს ეხმაურება მამა პეტრე კოლხი და სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქრისტეს ისე არავინ მტრობს, როგორც დამახინჯებული ქრისტიანობა!“.

 

 

ლომისობა ?

Posted by Eka Lordkipanidze on სამშაბათი, 06 ივნისი, 2023

 

 

მამა პეტრე კოლხი ამ საკითხზე ambebi.ge-სთან მიცემულ ინტერვიუს გვიზიარებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„ის რაც ხდე­ბა ლო­მი­სო­ბის გარ­შე­მო, ეს არის ერის უდი­დე­სი ტრა­გე­დია, დეგ­რა­დი­რე­ბა, ჩემ­თვის რაც ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლია, გა­მო­გი­ტყდე­ბით და ამ ვი­დე­ოს ბო­ლომ­დე არ ვუ­ყუ­რე პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, არც მინ­და ბო­ლომ­დე ვნა­ხო. აქ ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, ფორ­თხვით მოძ­რა­ო­ბენ მო­ზარ­დე­ბი. ამ ბავ­შვე­ბის სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბას, ჩა­ნა­სახ­ში­ვე ამა­ხინ­ჯე­ბენ. უკვე ას­წავ­ლი­ან, რომ ეს მა­ხინ­ჯი წარ­მო­ნაქ­მნი, რო­მელ­საც მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი გა­აჩ­ნია, თით­ქოს რე­ლი­გი­ის ნა­წი­ლია. ყვე­ლამ ერ­თად უნდა ვთქვათ, ვიყ­ვი­როთ, რომ ეს არ არის რე­ლი­გია. ეს არის და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი სა­ხალ­ხო ტრა­დი­ცია, რი­ტუ­ა­ლი, რო­მელ­საც სა­ეკ­ლე­სიო გა­მოც­დი­ლე­ბას­თან არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო.

ჩვენ რომ არას­წო­რი სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობთ, ყო­ველ­დღე ერ­თმა­ნეთს არ ვინ­დობთ, და­ნას ვუყ­რით, სი­ცო­ცხლეს ვუს­წრა­ფებთ. თით­ქოს მორ­წმუ­ნე­ე­ბი ვართ და რე­ლი­გი­ას ისე ვირ­გებთ, რო­გორც გვა­წყობს. კი­დევ უფრო დიდი გან­საც­დე­ლე­ბი რომ არ დაგ­ვა­ტყდეს თავს, გონს მო­ვე­გოთ. არა იმი­ტომ, რომ ღმერ­თს ადა­მი­ა­ნე­ბი გან­წი­რუ­ლი ჰყავს და სჯის, არა­მედ ჩვე­ნი არას­წო­რი ცხოვ­რე­ბით, რე­ლი­გი­ის არას­წო­რი მიდ­გო­მე­ბით, თა­ვად ვის­ჯით სა­კუ­თარ თავს.

ვი­ღა­ცამ ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა თქვას, მაგ­რამ ვინ იტყვის ამას, რო­დე­საც ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ხე­ლებს ით­ბობს, მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე შე­იძ­ლე­ბა აგ­რო­ვებ­დეს კი­დეც იქ შე­მო­სულ თან­ხას და ცხვარ­საც. ეს არ არის სუ­ლი­ე­რე­ბა, ეს არის ფსი­ქი­კუ­რად აშ­ლი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა.

მე იმას კი არ ვამ­ბობ, რომ ლო­მი­სო­ბა არ აღ­ვნიშ­ნოთ, არა­მედ აღ­ვნიშ­ნოთ ეკ­ლე­სი­უ­რად, წირ­ვით, ლოც­ვით, აღ­სა­რე­ბით, სი­ნა­ნუ­ლი­თა და ზი­ა­რე­ბით. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ სის­ხლის მდი­ნა­რე­ე­ბი და­ვა­ყე­ნოთ, მუ­ცე­ლი ამო­ვი­ყო­როთ და მერე ერ­თმა­ნეთს ქვე­ბი და­ვუ­ში­ნოთ. ამა­ზე ყვე­ლა მე­დია უნდა წერ­დეს, აქე­დან იწყე­ბა ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი და­ცე­მა. რე­ლი­გი­უ­რი და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფო­ნის შე­დე­გი არის ადა­მი­ა­ნის და­ცე­მა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები