კომპანია Hyundai-მ სედან Solaris-ის შეჯახების ტესტი ჩაატარა, რომელშიც ცოცხალი ადამიანი იმყოფებოდა. ცდები ავტოდრომ ADM Raceway-ზე, მაიაჩკოვოში ჩატარდა.
ავტომობილის საჭესთან რუსი კასკადიორი, მარტინ ივანოვი იმყოფებოდა, რომელიც ჯეიმს ბორნისა და ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებულ ფილმებში დენიელ კრეიგისა და მეტ დეიმონის დუბლიორი იყო. რკინაბეტონის ბარიერთან შეჯახება გადაიღეს კამერით, რომელიც წამში 1000 კადრის სისწრაფით აფიქსირებს გამოსახულებას.
ივანოვმა ავტომობილი 64კმ/სთ სიჩქარემდე აასწრაფა და ბარიერს მძღოლის მხრიდან შეეჯახა. ასეთივე სტანდარტებით ატარებს ქრაშ-ტესტებს ევროპული ორგანიზაცია Euro NCAP. დარტყმის შემდეგ მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა დამოუკიდებლად შეძლო და არც ტრამვა არ მიუღია.