83 წლის ალ პაჩინოსა და 29 წლის ნურ ალფალაჰის ურთიერთობის შესახებ უამრავი რამ დაიწერა, მედიამ ჯერ კიდევ ვერ გაარკვია ბოლომდე, თუ რა ხდება მათ შორის. ახლახან, რეპორტიორი გოგონას ქუჩაში აედევნა და მას ქორწინებასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა.
„ქორწინება ჩემი საქმე არ არის… დღესასწაულებს მე და ალი ერთად გავატარებთ“, – განაცხადა ნურმა.
შეგახსენებთ, წყვილს რამდენიმე თვის წინ ვაჟი შეეძინა, რომელსაც რომანი დაარქვეს. ტაბლოიდების ცნობით, როდესაც ალმა ნურის ორსულობის შესახებ შეიტყო, გაოგნებული იყო, მან დეენემის ტესტის გაკეთებაც მოსთხოვა ალფალაჰს.
შეგახსენებთ, გოგონა ალ პაჩინოსთან რომანამდე, მილიარდერ ნიკოლა ბერგრუენს, The Rolling Stones-ის ფრონტმენს, მიკ ჯაგერსა და ლეგენდარულ კლინტ ისტვუდს ხვდებოდა.
გაიცანით, 83 წლის ალ პაჩინოსა და 29 წლის ნურ ალფალაჰის ვაჟი – წყვილის უახლესი ფოტოები