სოციალურ ქსელში ხალხმრავალი ქორწილების ღია სივრცეში აღნიშვნის აკრძალვას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. მათ შორის ბევრია სახალისო პოსტი. ერთ-ერთი ლევან მახარაშვილს ეკუთვნის.
„თუ დაგეგმილი გქონდათ ქორწილი და გადაგედოთ ახალი რეგულაციის გამო, გირჩევთ:
ქორწილში დაპატიჟეთ რომელიმე პარტიის ლიდერი თამადად. განაცხადეთ, რომ მონაწილეობთ საარჩევნო კამპანიაში. არც კანონს დაარღვევთ და არც ქორწილს გადადებთ.
იცოდე კანონი და იყავი დაცული!..
აქვე გთავაზობთ მოსაწვევის ნიმუშს“