LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწილებსა და ქელეხებზე კონტროლი ისევ მკაცრდება

228
FORTUNA.GE (49)

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დახურულ სივრცეებში სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლი გამკაცრდება.

როგორც მან უწყებათაშორის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შედარებით მსუბუქი მოთხოვნები შეეხება ღია სივრცეში გამართულ ღონისძიებებს.

„აუცილებელია სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება. განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ამის აშკარა მაგალითი გვაჩვენა აჭარის რეგიონმა, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში, ძალიან დიდი ქორწილები გაიმართა და იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მსგავსი სოციალური ღონისძიებები გადაცემის წყარო გახდა. ამიტომ დახურულ სივრცეებში , მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი უკიდურესად გამკაცრდება. ეს არ ეხება ღია სივრცეს, ღია სივრცეში დამატებითი მოთხოვნები იქნება, მაგრამ შედარებით მსუბუქი.

მინდა ყველა დავაწყნარო, რომ სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიმართულებით გავხსენით ეკონომიკა, სწავლაც იწყება, და მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა გაგვეზრდება, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის არანაირი რისკი არ იქნება“, – განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები