LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწილების, ქელეხების და იუბილეების გამართვაზე აკრძალვა მალე მოიხსნება

696
92aa4f48c92d194fc8ee29665df3eb2c

ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენის შემდეგ, შეზღუდვა უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ კი მარტის თვიდან, ე.წ. სოციალური ღონისძიებების (ქორწილები, ქელეხები, იუბილეები…) გამართვაზეც მოიხსნება. ინფორმაციას jandacva.ge ავრცელებს.

როგორც ვებგვერდი წერს, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე კონკრეტულ ვადას არ ასახელებს და ამბობს, რომ ამ თემაზე სამუშაო ჯგუფი უკვე მუშაობს და პაკეტი საკოორდინაციო საბჭოს სამშაბათის სხდომაზე წარედგინება. სწორედ საბჭოს პრეროგატივაა პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაწესება თუ მოხსნა. რა რეგულაციების დაცვის პირობით მოიხსნება აღნიშნული აკრძალვა – ფერაძე ჯერ არც ამაზე საუბრობს.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე, ქორწილის, ქელეხის, იუბილეს და სოციალური დატვირთვის სხვა ღონისძიებების გამართვა იკრძალება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები