ჩვენ არაფრის დამთმობნი არ ვართ. ამ დღეებში ჩამოვალ და მე ავალ და ვინც წინ დამიდგება, ის სამინისტრო აღარ დარჩება,-ასე ეხმაურება ქორეპისკოპოსი იაკობი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დავით გარეჯის ერთ-ერთ მონასტერთან აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია სამუშაოები.
“ველოდებით, რომ სახელმწიფო ჩვენს ურთიერთობას არ გაყიდის. ისიც მჯერა, რომ აზერბაიჯანი იმას არ იზამს, რომ ჩვენი რამე დააზიანოს. დაველოდოთ… თუ არადა, ჩვენ არაფრის დამთმობნი არ ვართ. ჩასვლას ვგეგმავ, მაგრამ წყნარად უნდა ჩავიდეთ. ცივილიზებული ადამიანები ვართ… ხომ იცით, ალიევიც აღიარებს, რომ ეგ ჩვენი ტერიტორიაა,”-ამბობს “რუსთავი 2 “-თან ინტერვიუში ქორეპისკოპოსი იაკობი.
ბაქოში დავით გარეჯის საკითხზე სპეციალური კომისიის სხდომა დღესაც გაგრძელდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია აცხადებს, რომ ვერანაირი სამუშაოები საქართველოს კონტროლირებად ან თუნდაც სადავო ტერიტორიებზე ჩვენი ქვეყნის თანხმობის გარეშე ვერ ჩატარდება.
დღეს გაირკვევა რა სამუშაოებს ატარებს გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული მხარე
"საზღვრის ერთი მესამედი შეუთანხმებელია" - სადელიმიტაციო კომისიის სხდომა დღესაც გაგრძელდება
პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების დროს საქართველოს ინტერესები სრულად იქნება დაცული.