LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქომაგებმა ტრიბუნებზე ნამდვილი პიროშოუ მოაწყვეს

108

ევროპაში თუ რომელიმე გუნდებს შორის გამორჩეული დაპირისპირებაა, ერთ-ერთი პირველი უეჭველი ბერძნული ქიშპობა უნდა ითქვას – ”პანათინაიკოსი” ”ოლიმპიაკოსის” წინააღმდეგ ყველგან და ყოველთვის დაძაბულ ვითარებას ნიშნავს. ვნებების მოზღვავება ძირითადად ფეხბურთსა და კალათბურთში გამოიხატება, თუმცა არც სხვა სახეობებში აკლებენ ერთმანეთს. გულშემატკივრობა კი ბერძნებმა და მით უმეტეს ამ გუნდების ქომაგებმა განსაკუთრებული იციან.
ახლაც შეხვდნენ ერთმანეთს ”პანათინაიკოსი” და ”ოლიმპიაკოსი”, ოღონდ წყალბურთში, თან ღია ცის ქვეშ და ფანებმა ნამდვილი პიროშოუ მოაწყვეს. ზოგან ახალ წელს არ აღნიშნავენ ისე, როგორც ”პანას” მომხრეებმა ამ ერთ მატჩში ცეცხლი დაანთეს. თუმცა შინ კმაყოფილები ნაღდად ვერ წავიდონენ, რადგან თამაში ”ოლიმპიაკოსმა” მოიგო 14:4 და ეს არც მეტი არც ნაკლები ”ოლის” ზედიზედ 38 მოგებული მატჩია ”პანასთვის”. პირეოსელები დერბის 2011 წლიდან აღარ აგებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები