LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქოცხროვას“ მაგიდაზე დაახვედრეთ განცხადებები მანდატების შეწყვეტაზე – ამას ითხოვს თქვენგან სამშობლო: ნათელაშვილი – საპარლამენტო ოპოზიციას 

90
შალვა ნათელაშვილი

„ვინც არის დღეს საპარლამენტო ოპოზიციაში და არ უნდა ერთი სეზონის მოვლენად ჩაიწეროს ისტორიაში, ხვალ დილით საპარლამენტო უმრავლესობის „ქოცხროვას“ მაგიდაზე დაახვედრონ განცხადებები სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი წერს.

აღნიშნულით ნათელაშვილი ეხმაურება მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, მისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტის თაობაზე და ამბობს, რომ თუ მისი მოწოდება გათვალისწინებული იქნება, ყველაფერი მომენტალურად შეიცვლება.

„ამას ითხოვს სამშობლო და მომავალი თქვენგან მეგობრებო. ნახავთ როგორ ყველაფერი მომენტალურად შეიცვლება. ჩემით არ დამთავრდება ეს მეგობრებო, გაგრძელდება თქვენით და დაგვირგვინდება ქვეყნით. მალე ცვლილებებზეც უარს გეტყვიან და იმ ბარიერსაც დატოვებენ რაც პოლიტიკის თავო ჩემო იქნება საბოლოოდ”, – წერს „ფეისბუქზე“ შალვა ნათელაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, ჯაფარიძისა და ნათელაშვილის მანდატები პროპორციული სიით შეივსოს

ხატია დეკანოიძემ აზრით, ეს რეალურად იქნება ის პროპორცია, რაც ქართველმა ხალხმა არჩევნებზე, გაყალბებით, ზეწოლით, მაგრამ მაინც, ამ პოლიტიკურ პარტიებს ხმა არჩევნებზე მიანიჭა.

ცნობისთვის, მმართველი გუნდის ინიციატივით, დღეს პარლამენტში, ბადრი ჯაფარიძი, შალვა ნათელაშვილის და ელენე ხოშტარიას მანდატების შეწყვეტას კენჭს უყრიან. ჯაფარიძის შემთხვევაში, მანდატის შეწყვეტის საფუძვლად საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს, ხოლო „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს კი მანდატს, სესიების არასაპატიო გაცდენების გამო უწყვეტენ. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, ის დეპუტატის მანდატის შეჩერებას თავისივე განცხადების საფუძველზე ითხოვდა.

ისტორია მეორდება, 90-იანი წლების დასაწყისში ასე შემიწყვიტეს უფლებამოსილება – მაინტერესებს, ვინ მისცემს ხმას ამ აბსურდს: ბადრი ჯაფარიძე

ხვიჩია: არჩევნების შემდეგ “ოცნება” ძალიან “გაბლატავებულია”, რაც ცუდ ქცევებში გამოიხატება, ერთ-ერთი ასეთი ჯაფარიძის პარლამენტიდან გაშვებაა

ზარქუა: “ნაციონალური მოძრაობა” უპრინციპობის მაგალითია, ასეთი პოლიტიკური მორალისგან დაცლილი მანდატის მქონე პარლამენტში გჭირდებათ?

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები