მხატვარი გია ბუღაძე პარლამენტში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვას და რუსთაველზე მიმდინარე აქციას „ფორტუნას“ ეთერში ეხმაურება.
„აბა შეხედეთ რა ხდება რუსთაველზე? მეც უნდა მივასწრო, უნდა მივიდე. ყველაზე სასიამოვნო ჩემთვის იცით რა არის? რამდენი ახალგაზრდაა გამოსული, ბოლოს და ბოლოს ახალგაზრდებმა გაიღვიძეს. „ქოცებო“ შეგეშინდეთ, ქართველმა ახალგაზრდამ გაიღვიძა და თუ მან გაიღვიძა ეს ნიშნავს, რომ თქვენ დღეები კი არა საათებია დათვლილი“, – განაცხადა გია ბუღაძემ.
პარლამენტში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია იმართება, სადაც შეკრებილები არიან რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები.
ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და კანონპროექტები საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საპროტესტო აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.