LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქოცებო” ჩემი ქვეყნის სიმბოლოს იატაკზე ნახევრად შიშველს რომ ახოხიალებთ და ამას აქვეყნებთ, თქვენ გგონიათ ვინმე როდესმე გაპატიებთ?” – მამუკა ღლონტი

11441
ღლონტი

„მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ტრანსპორტირებისა და გლდანის დაწერებულებაში შესახლების კადრებს ეხმიანება.

“რუსეთში ვსწავლობდი არქიტექტურის ინსტიტუტში, ხოდა მომრჩა იქაური სტუდენტობის მეგობრები, ერთხელ ერთმა მიშაზე ცუდი რაღაცეები მომწერა (იმ პერიოდში როცა მიშა და მისი რეჟიმი ყველაზე მეტად მდევნიდა) ხო და დავახურე თავზე იმ ჩემს მეგობარს, იმიტომ, რომ მან ჩემი ქვეყნის სიმბოლო პრეზიდენტი (კარგია თუ ცუდი) აუგად მოიხსენია.

ჩემთვის ჯერ სამშობლოა შემდეგ ყველაფერი, მათ შორის მეგობრობაც.

იმასაც შეგახსენებთ რამდენი ვიბრძოლე მიშას რეჟიმის დასანგრევად და ამით ყოველთვის ვიამაყებ! აქვე გეტყვით რომ “ნაცების” გამოსწორების არ მჯერა!

ახლა კი რატომ ვწერე ამდენი: “ქოცებო” ჩემი ქვეყნის სიმბოლოს იატაკზე ნახევრად შიშველს რომ ახოხიალებთ და ამას აქვეყნებთ, თქვენ გგონიათ ვინმე როდესმე გაპატიებთ? მე არა, არასდროს!”,-წერს მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში.

სახალხო დამცველი: შეურაცხმყოფელი ფორმით მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებით ირღვევა მისი პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება

ნინო წილოსანი: სახელმწიფო სისტემა სააკაშვილს ყველა კანონისა და მისი უფლების დაცვით ექცევა – კადრების გავრცელება მიზნად საზოგადოების ინფორმირებას ისახავდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები