LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულია: ჩემი სახლის ქურდობამდე დიდი ხნით ადრე მივიღე მინიშნება, რომ თანამდებობა უნდა დამეტოვებინა

190
1557921835_5cdc01b71402b

ჩემი სახლის ქურდობამდე დიდი ხნით ადრე მივიღე მინიშნება, რომ თანამდებობა უნდა დამეტოვებინა, – ასე უპასუხა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის კითხვას, რომელიც ქობულიას სახლის ქურდობასა და თანამდებობიდან გაშვების საკითხებს შორის კავშირს ეხებოდა.

ეკონომიკის მინისტრის აგარაკის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ თანამდებობიდან მხოლოდ ერთ რომელიმე საკითხის გამო არ გაუთავისუფლებიათ. როგორც  ქობულიამ პარლამენტში აღნიშნა, იყო ბევრი საკითხი, რომელთა შესრულებასაც დაჟინებით ითხოვდა, თუმცა ეს საკითხები ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაზრებებთან თანხვედრაში არ აღმოჩნდა.

„ეს ეხება მაგალითად, ალტერნატიული კომპანიების შემოყვანაზე მორგებული სტრატეგიის არსებობა,  სხვადასხვა სექტორებში, ასევე მაგალითად საკითხ, როგორ უნდა მოხდეს ელექტროენერგიის შესყიდვის სისტემის ჩამოყალიბება. აი, ეს საკითხები იყო რომელზეც ჩვენ ალბათ ვერ ვიპოვეთ საერთო ენა. რა თქმა უნდა, მე ალბათ აღმოვჩდი პრინციპული რაღაც საკითხებში. თავიდანვე გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ მე არ ვუჭერ მხარს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ფუნდამენტალურად არ მესმის და არ ვეთანხმები. ისევ და ისევ მინდა ვთქვა, რომ ეს არ იყო ერთი და ორი საკითხი, ეს იყო დიდი პროცესი. ეს იყო თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესი. ამაზე მეტის თქმა მიჭირს. ასევე მინდა ვთქვა, რომ გაჟღერდა კითხვა, იყო თუ არა შეთანხმებული ხედვები და რატო მოხდა რომ, დიახ რა თქმა უნდა. მე ძალიან კარგი აღქმა მაქვს საქართველოს რეალობის და დამერწმუნეთ, რომ ბევრზე უკეთესად მესმის რა არაფორმალური თამაშის წესები შეიძლება არსებობდეს. ამ არაფორმალურ თამაშის წესებზე  მქონდა ძალიან ღია და გახსნილი მოლაპარაკება, ვიდრე  ამ თანამდებობას დავიკავებდი. მქონდა სრული შეთანხმება, რომ ჩვენ არ ვიმუშავებდით სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა წესებით, მაგრამ ეს ყველაფერი არ გამართლდა“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ამასთან, ქობულია იმ გაჟღერებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც მას თანამდებობაზე ყოფნის დროს, მთავრობის წევრები  “უცხო სხეულს” უწოდებდნენ.

„თქვენ თქვენი აზრებით, ბრძანდებოდით უცხო ნაწილიო და მე ამ დისკუსიებში, რამდენჯერმე მართლა მიწოდეს, რომ უცხო სხეული ხარო, შენო, არა ერთმა“ – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

კითხვაზე, კონკრეტულად ვინ უწოდა მას უცხო სხეული, ქობულიამ აღნიშნა, რომ არაერთმა.

შეგახსენებთ, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გიორგი ქობულიას გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი 18 აპრილს მოაწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები