ქობულეთში მდინარე კინტრიშისა და ზღვის შესართავთან 20 წლის ბიჭს ეძებენ. ახლგაზრდა ბიჭი ცოტა ხნის წინ გაუჩინარდა. სანაპიროსთან შეკრებილები ამბობენ, რომ ბიჭი წყალში მეგობრებთან ერთად შევიდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ქობულეთში, მდინარე კინტრიშის და ზღვის შესართავთან სამი არასრულწლოვანი ბანაობდა, ორი მათგანი გამოყვანილია, ერთს კი ვეღარ პოულობენ.
ზღვაში დაკარგული ახალგაზრდის ძებნის ოპერაციაში ქობულეთისა და ბათუმის სამაშველო ბრიგადებთან ერთად ჩართული არიან მყვინთავები, ასევე ძებნა მიმდინარეობს სპეციალური ტექნიკის გამოყენებით.