LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში მაღალი კლასის 50 ვილა და იპოდრომი აშენდება

146
66458197-2209253129173154-8266522532408983552-n

აჭარის ეკონომიკური განვითარება, მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები – აღნიშნული საკითხები აჭარის ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომაზე განიხილეს.

პანდემიის შედეგად არსებული გამოწვევების ეფექტურად დაძლევის მიზნით, აჭარის მთვარობამ ეკონომიკის სტიმულირების არაერთი ინიციატივა განახორციელა. სხდომაზე ეკონომიკის გაძლიერების ახალ მექანიზმებზე იმსჯელეს. ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომის წევრებმა, აჭარაში ბიზნესსექტორის სტიმულირებასა და მხარდაჭერაზე ისაუბრეს, რაც პირველ ეტაპზე სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში რეინვესტირების ზრდას განაპირობებს.

აჭარაში საინვესტიციო პროცესების ხელშეწყობის მიზნით, სხდომაზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული:

საბჭოს სხდომაზე განიხილეს შპს რეკან გრუპ ჯორჯია”- მიერ 50 მლნ დოლარის ღირებულების საინვეტიციო პროექტი, რომელიც ახალ ბულვარში ხორციელდება და საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები შენდება. კომპანიას განესაზღვრა სასტუმროს 15 წლით პროფილის შენარჩუნების და პროფილის ვადით, არანაკლებ 80% საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ვალდებულება.

კომპანიაგრინ რეზორტისაინვესტიციო არეალს აფართოებს და ახალი ინვესტიციის ფარგლებში, ქობულეთში, „მწვანე ქალაქის“ ტერიტორიის მომიჯნავედ დამატებით 250 მილიონი ლარის ახალ საინვესტიციო პროექტს განახორციელებს. კომპანია მაღალი კლასის 50 ვილის, იპოდრომის, ასევე გასართობი და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას უზრუნველყოფს.

ეკონომიკურ საბჭოზე, გონიოში, შპს ,,გონიო 5 მგზავრებისმიერ 20 მლნ ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობასა და ვადებზე იმსჯელეს.

სხდომაზე, დამატებითი ვადების მიცემის შესახებ განკარგულების ფარგლებში, ასევე გონიოში, ნახევარი მილიონი ლარის საინვესტიციო ღირებულების თანამედროვე სტანდარტების სასტუმროს მშენებლობა განიხილეს, რომელსაც გიორგი კლდიაშვილი ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები