ქობულეთში გაჩენილ ხანძარს 65 წლამდე ასაკის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გასულ ღამეს, სოფელ ხუცუბანში მოხდა. არსებული ცნობითვე, ხანძრის გაჩენის დროს შუახნის ასაკის მამაკაცი საცხოვრებელ ბინაში მარტო იმყოფებოდა.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ლიკვიდაციისთვის ადგილზე სახანძრო ჯგუფები მუშაობდნენ.