Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ქობულეთში გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგო, ბელარუსი რეჟისორია, რომელიც წყალში ძაღლის გადასარჩენად შევიდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგო, ბელარუსი რეჟისორია, რომელიც წყალში ძაღლის გადასარჩენად შევიდა

321
Fortuna.ge

ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ქობულეთში, ზღვაში 22 თებერვლიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც რადიო „თავისუფლების“ ბელორუსული ბიურო იტყობინება, გარდაცვლილი ირინა სლიუსარია, რომელიც 22 თებერვალს, მეგობართან და ძაღლთან ერთად,  ქობულეთში, ზღვის სანაპიროზე სეირნობდა.

როგორც გამოცემა წერს, ტალღამ ირინას ძაღლი ზღვაში შეიყვანა და ჩაძირა, რის გამოც მეგობრებმა გადაწყვიტეს, წყალში მის საშველად შესვლა, ამის შემდეგ ირინა გაუჩინარდა. მეგობარი გოგო კი გადარჩა, ის საავადმყოფოში მოათავსეს.

ირინა სლიუსარი საქართველოში ერთ-ერთი ბავშვთა თეატრის „მუსი და ციცინათელას“ მფლობელია. როგორც მედია წერს, ირინა სლიუსარი ბელარუსის ქალაქ ჟოძინში დაიბადა. დაამთავრა ბელორუსის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, მუშაობდა თეატრის რეჟისორად.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები