LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთის შემოვლით გზაზე საჯავახო-ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელი კვანძი გაიხსნა

33

ქობულეთის შემოვლით გზაზე საჯავახო-ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძი გაიხსნა.

როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული კვანძი საჯავახო–ოზურგეთი–ქობულეთის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზას კვეთს და მათ დამაკავშირებელ სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს.

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში შენდება 18-კილომეტრიანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 7 სატრანსპორტო კვანძი, 15 ხიდი, 2 გვირაბი და სხვა ხელოვნური ნაგებობები.

ქობულეთის შემოვლითი გზის მე–13 კილომეტრზე გამავალი სატრასნპორტო კვანძი რეგიონული განვითარებისა და ინფრსტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გახსნეს.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ღირებულება 209,8 მლნ ლარია