95 წლის დედოფალ ელისაბედის ყოველწლიური საშობაო მიმართვა ეთერში დღეს გვიან ღამით გავა. მანამდე კი ინტერნეტში გამოჩნდა პირველი კადრი გადაცემის ჩაწერიდან. წითელ კაბაში გამოწყობილი მონარქი, თავის სამუშაო ოთახში ზის და მაგიდაზე ჩანს მისი და პრინცი ფიპილის პორტრეტი.
საინტერესოა, რომ სხვა მიმართვების დროს მას მაგიდაზე ოჯახის ყველა წევრის სურათი ედო, ამჯერად კი გადაწყვეტილება შეცვალა და მხოლოდ პრინცი ფილიპის ფოტოს ფონზე გამოჩნდა.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, დედოფალს ულამაზესი საფირონის ბროში უკეთია, რომელიც პირველად მასზე ნიშნობის დღეს ვნახეთ. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ჟესტითაც დედოფალმა გარდაცვლილ მეუღლეს მიაგო პატივი. დედოფლის ახალი მიმართვა უინძორის სასახლეში ჩაწერეს.