ახალ ფოტოებში, რომლებიც დღეს ინტერნეტში გავრცელდა, ქლოე კარდაშიანი არც შიშველია და არც საცურაო კოსტიუმში პოზირებს. სამაგიეროდ ესაა ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული ფოტოები, რომელიც ჩვენ აქამდე გვინახავს.
რეალითი-შოუს ვარსკვლავი ბევერლი-ჰილზში გამოჩნდა და ახალი ჩაცმის სტილით კრიტიკოსებს უპასუხა, რომლებიც მას ფოტოშოპის გამოყენებაში ადანაშაულებენ. 31 წლის ქლოე ჯინსის შარვალში, გამჭვირვალე სვიტერსა და მაღალყელიან ფეხსაცმელში იყო გამოწყობილი. ფოტოებიდან ჩანს, რომ კარდაშიანის დაუღალავმა შრომამ, ვარჯიშმა და დიეტამ შედეგი მართლაც გამოიღო.