LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქირურგი ვახტანგ ყიფიანი 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

195
BeFunky-collage - 2020-10-02T093604.825

ექიმი ვახტანგ ყიფიანი საქალაქო სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გადაწყვეტილება გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.  მასთან ერთად დაკავებული მაგდა ხოჭოლავა კი ისევ პატიმრობაში დატოვა.

უფლებადამცველების განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი დაზარალებული ოჯახისა და კლინიკის შეთანხმება გახდა.

საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის განცხადებით, ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლას მას შემდეგ დათანხმდა, რაც კლინიკამ საკუთარ თავზე გარკვეული ვალდებულებები აიღო.

დაზარალებული პაციენტი, ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადებით, კლინიკამ თავის თავზე აიღო ცირეკიძის ჯანმრთელობის საკითხის უზრუნველყოფა. მისივე თქმით, მათ მოთხოვნაში შედის ასევე სრულყოფილი მკურნალობის ჩატარება და პაციენტის საზღვარგარეთ მკურნალობა.

ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა ქირურგმა ვახტანგ ყიფიანმა საპატიმრო უკვე დატოვა.

“საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, რათა ვახტანგ ყიფიანი იყოს ბოლო, ვისაც ეწოდა თაღლითი ექიმი”- ტიკარაძე

შეგახსენებთ, რომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორს აღკვეთის ღონისძიებად გირაო, კლინიკის ექიმებს კი პატიმრობა 5 აგვისტოს შეეფარდათ. პროკურატურის ინფორმაციით, ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში” პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. შეცდომით ჩატარებული 2 ოპერაციის შემდეგ, 25 წლის პაციენტი თითქმის ორი წელიწადია, კომაშია.

ექიმს გამოძიება თაღლითობასა და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებას ედავება. საავადმყოფოს დირექტორს კი, ბრალი სამსახურეობრივი გულგრილობისთვის აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები