უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები – FlyUIA მზადაა, საკუთარი თვითმფრინავები კონფერენციების მოსაწყობად, ექსკურსიებისათვის და დამკვეთის სხვა მოთხოვნების შესაბამისად გააქირაოს.
„ავიანიუსის“ ინფორმაციით, დაქირავებისთვის ხელმისაწვდომია FlyUIA-ს ყველა ტიპის თვითმფრინავი. ფასები კი საათში 1500-დან 2000 დოლარამდეა.
გარდა ამისა, FlyUIA მზადაა მომხმარებელს მიაქირაოს აეროდრომის აღჭურვილობაც: კიბის (ტრაპის) დაქირავება საათში 30 დოლარია, ავტობუსი საათში 42 დოლარი, ხოლო Push Back საათში 60 დოლარი ჯდება.