ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში მიმდინარე მოვლენებს მისი ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში ეხმაურება. როგორც ხალვაში წერს, რაც გუშინ მოხდა, მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.
"მე გემშვიდობებით, შევხვდებით სხვა სივრცეში და სხვა არხზე. ქვეყნის გადარჩენისთვის ომი გრძელდება,“
9 საათიანი „კურიერის“ წამყვანებმა სამსახური პირდაპირ ეთერში დატოვეს
ის იმედოვნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
“რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება” – წერს ხალვაში.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ, ბრიფინგი გამართა და არხის წამყვანი სახეების გათავისუფლებაზეც ისაუბრა, “რუსთავი 2” პირდაპირ ეთერში დატოვეს “კურიერის” წამყვანებმა. 9-საათიანი კურიერი სწორედ მათი წასვლით შემოიფარგლა და სხვა ინფორმაცია ეთერში არ გასულა.