ქეთი წიკლაური მამის, თემურ წიკლაურის ძეგლის დაზიანებასთან დაკავშირებით ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება და აღნიშნავს, რომ ამ ფაქტის გახმაურება არ სურდა, რადგან არ უყვარს პირადი ამბების გამომზეურება:
„ადრეც მსმენია ისტორიები საფლავების წაბილწვის შესახებ და დიდად არც გამკვირვებია, მაინცდამაინც გაჭირვების და შიმშილის გამო ჩადენილ დანაშაულად არ ვთვლი. ვიცი, რომ მამა ძალიან ბევრს უყვარდა, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვინმეს არ მოსწონდა და სიმპათიით არ იყო განწყობილი. მამას კი არა, გენიოს ადამიანებსაც ჰყავდათ მტრები. ბოლო-ბოლო ქრისტე გააკრეს ჯვარზე…
ყველას ვთხოვ, აღარ გაამძაფროს ეს ამბავი და არ დაწყევლონ ისინი, ვინც ეს ჩაიდინა. უბრალოდ, მინდა მჯეროდეს, რომ ყველაფერი გაირკვევა და მსგავსი ვანდალიზმის შემთხვევები არ იქნება ჩვენს ქვეყანაში…“