LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი წიკლაური: „მამაჩემის ძეგლის დასადგმელად შესაბამის ადგილად მზიური მიმაჩნია…“

1289
ქეთი წიკლაური

მომღერალი ქეთი წიკლაური, მამის, თემურ წიკლაურის გარდაცვალებისა და შემდგომი პერიოდის შესახებ წერს, რომელიც ოჯახს ძალიან მძიმედ გადააქვს.

როგორც ქეთი ჟურნალ „სარკესთან“ ვრცელ ინტერვიუში აღნიშნავს:

„ჯერ კიდევ არ შემიძლია, ვიყო ბოლომდე ადეკვატური, ძნელად მილაგდება აზრები. მართალია, ტვინს გააჩნია ეს უსაშველოდ მტკივნეული ინფორმაცია, მაგრამ მთელი ჩემი არსება ეწინააღმდეგება ამის გააზრებას. ცხოვრება გრძელდება, ასეთი ულმობელია და ჩვენც სხვა გზა არ გვაქვს.

დედა ძალიან სუსტადაა. მას ისედაც აწუხებდა თავისი დაავადება – პარკინსონი, ჰქონდა დაბალი წნევა, რასაც კოვიდიც დაემატა. დედა და მამა გორის ჰოსპიტალში იყვნენ მოთავსებული, დედამ იქ ათი დღე დაჰყო და გამოვიყვანეთ… თემურის გარეშე მისი ცხოვრება წარმოუდგენლად მძიმეა. ამიტომ მე და ანდრია ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მას სიცოცხლის სურვილი დავუბრუნოთ…“

ქეთი წიკლაური ასევე წერს იმ სიახლის შესახებ, რაც მამის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით არის:

„მამაჩემის მეგობარმა, ნუგზარ წიკლაურმა გააჟღერა პირველად ეს იდეა, რომელსაც ხორცი შეასხა მოქანდაკე ელიზბარ ისაკაძემ. მე ძალიან მომწონს ის, რაც შეიქმნა, მაგრამ ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. რაც შეეხება მის დადგმას, ჯერ დოკუმენტური საფუძველი სჭირდება, რაც ბევრ საბუთს უკავშირდება. კულტურის სპეციალურმა კომისიამ უნდა განიხილოს ეს საკითხი. არსებობს დროის ფაქტორი და დასკვნა მზადდება იმის საფუძველზე, რამდენად უძლებს ამა თუ იმ ხელოვანის სახელი დროს.

ვნახოთ, რა იქნება. ძეგლისთვის შესაფერის ადგილად კი მზიური მიმაჩნია, ბავშვების საყვარელი პარკი, ზღაპრული და ჯადოსნური. თემურის ძეგლი, როგორც დიდი გულის მქონე კეთილი მომღერლისა, ძალიან დაამშვენებს ამ პარკს“, აღნიშნავს ქეთი წიკლაური ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები