LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის კონცერტი გაიმართება

81

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი წარმოგიდგენთ ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის ევროპული ტურნეს დასკვნით კონცერტს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 20 დეკემბერს, კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთი მელუა და გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა გაუძღვნენ.

ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის ერთობლივი კონცერტი ოპერის თეატრში 20 დეკემბერს, 20:00 საათზე გაიმართება; კონცერტზე შესრულდება კომპოზიციები ალბომიდან „In Winter”. აღნიშნული ალბომი 2016 წლის ოქტომბერში გამოვიდა და ის ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერლისა და კამერული გუნდის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები