საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ფიტნესკლუბი ვირუსის გავრცელების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილია. ექიმს მოჰყავს ციტატა “გირჩს” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის გამოსვლიდან, რომელიც ფიტნესკლუბებს შეეხება.
“ფიტნესკლუბი ერთ-ერთი ყველაზე საშიშია ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, დახურული სივრცეა და იქ ნიღბების გაკეთება შეუძლებელია! ესაა მზაკვრული მავნებლობა, რომელიც უბრალოდ აზრადაც არ უნდა მოგივიდეს, თუ ოდნავ მაინც გაგაჩნია ემპათია! კლუბის მეპატრონის ფინანსურ ზარალზე დარდობენ და საავადმყოფოების გადატვირთვის გამო სუნთქვის უკმარისობის მქონე ხალხი რომ ბინაზე რჩება და განწირულია, ამას არა უშავს! სისტემა ისედაც კოლაფსშია და ესენი ხელს უწყობენ ახალ-ახალი კლასტერების შექმნას! “ადამიანები აქ ვარჯიშობენ, იჯანსაღებენ ორგანიზმს. სწორედ ამიტომ, მე მთელს დარბაზს ვქირაობ ჩემს საცხოვრებელ სახლად. ფიტნესკლუბის დირექტორი ფართთან ერთად აქირავებს სავარჯიშო ინვენტარსაც. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აქ, ჩემთან სტუმრად მოსვლა, ვისაც ვარჯიში უნდა”, – ამბობს ზურა ჯაფარიძე”.