LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ხატიაშვილმა და დავით კაჭარავამ უქმეები ერთად გაატარეს

2097
BeFunky-collage

ქეთი ხატიაშვილმა და დავით კაჭარავამ სააღდგომო უქმეები ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში გაატარეს.

ქეთი სოციალურ ქსელში რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

“კარგი იყო 3 დღიანი სააღდგომო დასვენება, ხვალიდან ვინ უბრუნდება საქმიანობას ?!”-წერს ქეთი “ინსტაგრამში”.

ცნობისთვის, ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა რამდენიმე თვის წინ შერიგდნენ.

წარსულში კი ორივე მათგანი დაქორწინებული იყო, კაჭარავას და ხატიაშვილს პირველი ქორწინებიდან ბიჭი და გოგონა ჰყავთ.

ქეთი ხატიაშვილი საზოგადოებამ პროექტიდან “ცეკვავენ ვარსკვლავები” გაიცნო, რომელიც ცნობილმა ტანმოვარჯიშემ მოიგო კიდეც.

ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა კი ამჟამად ქართული ოცნების დეპუტატია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები