ტანმოვარჯიშე და ტელესახე ქეთი ხატიაშვილი თავის ვაჟთან, ილიასთან ერთად გადაღებულ ემოციურ ფოტოს გვიზიარებს და წერს, რომ შვილთან ურთიერთობისას მშობელმა ყველა დღე უნდა გამოიყენოს:
„ჩვენ ცოტას კიდევ გავიზრდებით და მალე გაგიცნობთ ყველას – მანამდე გირჩევთ დედებს, მამებს, ჩაეხუტოთ თქვენს პატარებს, აიყვანოთ ხელში და ისე დაამშვიდოთ, თუ პატარას ასე უნდა, მოუსმინოთ, მოუყვეთ თქვენი დღის ამბები, მიუწვეთ და უბრალოდ, პატარა თითუნებზე მოეფეროთ, რადგან ხვალ უკვე ერთი დღით დიდი იქნება და ისე მალე გაიზრდება, რომ თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ…“