LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ფარესაშვილი: „წლებია, არ მიწვევენ თბილისობის კონცერტებზე… რა გავაკეთო და ვის მიმართო, რომ მიზეზი გავიგო?“

367
ქეთი ფარესაშვილი

„რამდენი ხანია ვოცნებობ თბილისობის კონცერტებზე მონაწილეობას…

ჩემს საყვარელ თბილისს რომ ვუმღერო.

ახალი  სიმღერები სხვადასხვა ბენდთან ერთად, მარტოც – მზადყოფნაშია!..

ჩემი ოცნება იმედია, ახდება მომავალში…“, – წერს ქეთი ფარესაშვილი სოციალურ ქსელში.

fortuna.ge-მ ამ თემაზე კომენტარისთვის მომღერალს თავად მიმართა.

ქეთი ფარესაშვილი: 

ამ ღონისძიებაზე 2003 წლიდან არ მიწვევენ.

და რა მიზეზია?

მართლა არ ვიცი. მაინტერესებს, რა უნდა გავაკეთო და ვის მივმართო, რომ მიზეზი გავიგო. იქნებ, ვიღაც დამეხმაროს. ახალი სიმღერები მაქვს, სულ ვმუშაობ… გაიხედავ-გამოიხედავ, ყველა დაკავებულია ამ კონცერტზე ჩემ გარდა. ვერავის კონკრეტულად ვერ ვაბრალებ. არ ახსოვთ? სტატუსი ამიტომ დავწერე, რომ უნდა გამოვხატო სურვილი. ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ არ მინდა მონაწილეობა.

მაქვს სამი ვარიანტი – ვმუშაობ დათო ილურიძის ბენდთან, ასევე ჯაზმიმართულებით – რაქვიაშვილთან, კიდევ ერთ ბენდთან ვთანამშრომლობ, ეს სიახლეა. გარდა ამისა, ვაკეთებ სოლოსიმღერებსაც. მყავს სპონსორები. საქმესაც ვაკეთებ და ვვითარდები კიდეც. თავად ვაკეთებ კონცერტებს, კონცერტებზე არ მიწვევენ…

მისახელებენ ვიღაც გოგოს, მისი ვინაობის დასახელება არ მინდა, რომელიც თითქოს დაინტერესებულია და რაღაცას წყვეტს…

ვინმე გბლოკავს?

ტელევიზიებში სულ მიწვევენ და როგორ ვთქვა, რომ მბლოკავენ?! მთავრობაზე ნამდვილად არ მინდა წუწუნი. არასწორად მიმაჩნია ჩვენივე არჩეული მთავრობის ლანძღვა. თუ არ მოგწონს, შენვე უნდა აირჩიო სხვა. არავის მიმართ არ გამოვთქვამ საყვედურს. მაინტერესებს, როგორ მოვიქცე, რომ ეს გამოსწორდეს?

ორგანიზატორთან დაკავშირება არ გიცდია?

და ვის დავუკავშირდე? კახი კალაძე რომ ამას წყვეტდეს, ეს არ მჯერა. ვიღაცას აქვს მინდობილი კონცერტების ორგანიზება და მაინტერესებს, ვინ არის ის. გალაკონცერტებზე, სახელმწიფო კონცერტებზე რატომ არ შეიძლება, მიმიწვიონ. ხალხი მცნობს, ხალხს ვუყვარვარ, არა მარტო თბილისში, საქართველოში და რატომ შეიქმნა ასეთი სიტუაცია, ვერ ვხვდები…

ვიდეო: როგორ გამოიყურებოდა ქრისტინე იმედაძე თბილისობის კონცერტზე: ორიგინალური ჩაცმულობა და მუსიკალური ნომერი

ვიდეო: ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის დუეტი, რომელზეც მსმენელი თბილისობაზე ააცეკვეს

ფოტო, ვიდეო: ლელა წურწუმიას დახვეწილმა ჩაცმის სტილმა საზოგადოება აღაფრთოვანა – “ლეგენდა ხარ”, “ჩემი დივა” “მართლაც უბერებელი ხართ”

„დედოფალი“ – შეუდარებელი ნანი ბრეგვაძის მორიგი დაუვიწყარი შესრულება შვილთან და შვილიშვილთან ერთად

„უმაგრესი დუეტი.. ასეთი უნაკლო ქალი ცხოვრებაში არ მინახავს“ – თიკა ფაცაციას და არჩილ სოლოღაშვილის ერთობლივმა ფოტომ აღფრთოვანება გამოიწვია

ფოტო: ლელა წურწუმიას და ნინი ქარსელაძის დახვეწილი სტილი „თბილისობის“ გალაკონცერტზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები