LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ფარესაშვილი: „ვფიქრობ, რომ ქმარი ცოლზე წარმატებული უნდა იყოს!..“

189
ketiparesashvili2177

მომღერალი ქეთი ფარესაშვილი ჟურნალ „სარკეს“ ინტერვიუში უმხელს, რომ ტრადიციების დამცველია და ზოგადად, კონსერვატორი:

„მიუხედავად ჩემი ნაზი აღნაგობისა, საკმაოდ მტკიცე და ძლიერი ვარ, ტრადიციების მკაცრი დამცველი და შეიძლება ითქვას, კონსერვატორი. ჩემი წესები, შეხედულებები ბევრისთვის მიუღებელი და წარმოუდგენელია. ვთვლი, რომ დედამ შვილი თავად უნდა გაზარდოს და ყოველგვარი ძიძის წინააღმდეგი ვარ. ხშირად გამიკიცხავს და განმიკითხავს დედები, რომლებიც ძიძების მომსახურებით სარგებლობენ. შეიძლება ცუდად ვიქცევი, მაგრამ ასე ვფიქრობ და არ ვმალავ.

მეგობრებთანაც დადგენილ წესებს არასდროს გადავალ. ჩემგან განსხვავებული შეხედულებების ხალხთან ვერ ვიმეგობრებ. ვაფასებ, როცა ოჯახი ცოლისა და ქმრის თანასწორობაზეა აგებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქმარი ცოლზე წარმატებული უნდა იყოს..“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები