LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი დოლიძე: „იცით, ვინ ამბობს, ადრე უფრო კარგად ვცხოვრობდითო?.. ვინც „ნაციონალებს“ უჭერს მხარს და ვისაც ისინი ფულს აძლევდნენ.

510
ketidolidze

რეჟისორი ქეთი დოლიძე პასუხობს ჟურნალ „გზის“ მიერ დასმულ შეკითხვას, როგორ შეიცვალა მისი მატერიალური მდგომარეობა ბოლო ათი წლის განმავლობაში.

ქეთი დოლიძე:

„იცით, ვინ ამბობს, ადრე უფრო კარგად ვცხოვრობდითო?.. ვინც „ნაციონალებს“ უჭერს მხარს და ვისაც ისინი ფულს აძლევდნენ.

ვინც მათი მომხრე არ იყო, გააუბედურეს, ციხეში ჩასვეს, შვილები დაუხოცეს – ამის მეტს ვეღარაფერს გეტყვით. არანაირი კომენტარის გაკეთება მატერიალურ, სოციალურ კეთილდღეობაზე არ მსურს, როცა ერთმა კაცმა და მისმა ხალხმა მთელი საქართველო გაანადგურა. მიშას დროს უკეთესად ვცხოვრობდითო. ამისი თქმა როგორ შეიძლება?! ამ კაცმა ჩვენი ტერიტორიის 20% რუსებს ჩააბარა და ახლა პურზე, ყველზე და მატერიალურ მდგომარეობაზე ვიმსჯელოთ? პირდაპირ გეტყვით: ამ თემაზე ლაპარაკი აღარ მსურს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები