LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი დევდარიანი: „ქალებს მინდა ვუთხრა – არ გაჰყვეთ ცოლად თქვენზე ნაკლებ კაცებს!..“

1222
keti-devdariani

სცენარისტი ქეთი დევდარიანი „ფორმულას“ გადაცემაში საუბრობს „ჩემი ცოლის დაქალების“ იმ ეპიზოდზე, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია – საუბარია სერიაზე, სადაც კატოზე მისი ქმარი, სოსო სიტყვიერად და შემდეგ ფიზიკურად ძალადობს.

ქეთი განმარტავს, თუ რატომ გადაწყვიტა ამ ეპიზოდის შექმნა:

„ბევრჯერ იყო ეს თემა, ძალიან ბევრჯერ – თითქმის ყველა სერიაში, ქალზე ამა თუ იმ ფორმის ძალადობაზე. ხშირად ისმის ძალიან ზედაპირული შეკითხვა, რატომ არ მიდიან ეს ქალები სახლიდან. ჯერ დავიწყებ იქიდან, რომ უმეტესობა წასულია და ზუსტად ამის გამო ისჯება. საქართველო ახლა ისჯება ქალების ემანსიპაციის ფაზაში, დამოუკიდებლობის გამო, რომლის მოპოვების გამო კაცებისგან. მათაც შემიძლია შევხედო თანაგრძნობით – რეალიზების პრობლემა აქვთ. ცალკე რუსეთით აშინებენ, ცალკე ომით, ცალკე ხელისუფლება, ცალკე – დაჭერით… ესენი არიან არარეალიზებული, დასტრესილი ადამიანები, რომლებიც დედებმაც ისე გაზარდეს და საზოგადოებაც ასე უბიძგებს, რომ ცოლის პატიოსნებაზე აუცილებლად გაშორების შემდეგაც კი პასუხს აგებს.

სოსო კატოს ხელით შეეხო: რას წერენ მაყურებლები ძალადობის სცენაზე? - "მოძალადე უდავოდ დასასჯელია, მაგრამ ამ კეკელკა ქალმაც ჭკუა ხო უნდა ისწავლოს"

დღეს გასულ სერიაში სოსომ კატოს სახეში გაარტყა. ამ ფრაგმენტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

  შეიძლება, ამ კაცს ფეხებზე ეკიდოს თავისი ცოლი, მაგრამ საზოგადოება აძალებს, რომ რეაქცია უნდა ჰქონდეს, თუ იმ ქალს რომანი აქვს. ჩემი აზრით, ეს ქალებიც ელოდებიან, რომ ამას არ იკადრებს, ხელს ვერ დამარტყამს და ა.შ. მოძალადეს უნდა გაეცალო დროულად.

სხვათა შორის, ჩემი სერიალის გადაზიარებისას წავწყდი ასეთ კომენტარს – ამ სერიალის გამო ხოცავს ხალხი ერთმანეთსო. ეს არის ისევ ჩვენი ეროვნული პრობლემა – თითის არასწორად გაშვერა. იმიტომ კი არ ხოცავენ, რომ ამ სერიალს უყურებენ – სერიალში არის ეს იმიტომ, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში ხდება.

სერიალში მქონდა ბევრნაირი ძალადობა, მაგრამ ეს არის, როგორ გადადის ფსიქოლოგიური ძალადობა ფიზიკურში და როგორ ხდებიან ქალები მანიპულაციის მსხვერპლნი.

ქალებს მინდა ვუთხრა – არ გაჰყვეთ ცოლად თქვენზე ნაკლებ კაცებს – ნაკლებს ინტელექტუალურად, გარეგნულად, შესაძლებლობებით, იმიტომ, რომ აი, ეს კომპლექსები მერე თავს იჩენს… საქართველოში ქალები არიან ჭკვიანები, ნიჭიერები, დამოუკიდებლები – 19 მოკლული ქალიდან 15 გაშორებული იყო ქმარს, ამიტომ ზედაპირული კეკელკური გამონათქვამი, გაშორდეს და მერე რაც უნდა, ის ქნას, არ მუშაობს… ზოგიერთი კაცი ვერ იტანს, რომ ქ ლი რეალიზდება, არის თვითკმარი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები