სცენარისტი ქეთი დევდარიანი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მიერ გამოხატულ პოზიციას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შესახებ ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნულით „პირველი ისტორიული პენალტის“ ავტორმა ლიდერის ხასიათი გამოავლინა.
„პირველი ისტორიული პენალტისა და პირველი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი განცხადების საკუთარ თავზე აღება არის ხასიათი. ლიდერის ხასიათი
პატივისცემა და აღფრთოვანება ჩვენგან ქოჩორაშვილს და ქოჩორაშვილობას“, – წერს ქეთი დევდარიანი.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის Instagram ანგარიში გაქრა, ოჯახის პოზიცია ფეხბურთელის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე გაავრცელა.
შეგახსენებთ, გუშინ, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მარში სახელწოდებით „თავისუფლებისთვის“ გაიმართა. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.