LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთევან ციხელაშვილი დაკავებული ქალის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვს

156
a21986c7471925549ce611d595fd0

ოკუპანტების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთიდან ქალის გატაცებასთან დაკავშირებით განცხადება შეგირებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა. მინისტრის განმარტებით, გატაცების ფაქტი დადასტურდა. ციხელაშვილი უკანონოდ დაკავებულის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

„ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ჩვენი მოთხოვნაა ქალბატონის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ყოველთვის ძალიან მძიმეა ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავება, რომელთა რიცხვი მზარდია. ამ შემთხვევაში საუბარია ქალბატონზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას და რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესშია, მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლდეს ის უკანონო პატიმრობიდან. დღესაც, ახლაც ველოდებით დამატებით ინფორმაციას ცხელი ხაზის მეშვეობით და გვექნება შესაძლებლობა, უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მოგახსენოთ“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ოკუპანტებმა სოფელ ბერშუეთთან ქალი დააკავეს

სახელმწიფო მინისტრი აღნიშნავს, რომ გატაცების ფაქტები უნდა დასრულდეს. ციხელაშვილის შეფასებით დაკავებების ფაქტი არის სამარცხვინო პრაქტიკა.

„არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, არც ერთ ადამიანურ სტანდარტში არ ჯდება, როდესაც ხალხს საკუთარ ტერიტორიაზე აკავებენ, მიჰყავთ ციხეში და შემდეგ გამოსასყიდის საფასურად ათავისუფლებენ. ეს არის ძალიან მახინჯი, სამარცხვინო პრაქტიკა, რომელიც ადამიანებს აზარალებს, არავის ინდობს, არც ბავშვებს, არც მოხუცებს, არც ქალებს და იმედი მაქვს, ეს კონკრეტული ინციდენტი ძალიან მალე ამოიწურება“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოკუპანტებმა სოფელ ბერშუეთთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით დაკავებული შუა ხნის ქალბატონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები