31 წლის ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ინტერნეტში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა. მომღერალი დაშორდა ბიზნესმენს, ლევ გეიხმანს, რომლისგანაც 2015 წელს გოგონა, ოლივია გააჩინა. ამბობენ, რომ ქორწინებაში ყოფნისას ის საიდუმლოდ ხვდებოდა რეპერ გუფის. ქეთა ირწმუნება, რომ ეს სიცრუეა. ცოტა ხნის წინ კი ქსელში სახალხო პაემანი გამართეს და თაყვანისმცემლები გააოგნეს.
ახლა თოფურია შვებულებაშია. ის მოსკოვის სიცივეს მზიან დუბაიში გაექცა. Instagram-ზე რამდენიმე ფოტო უკვე გამოჩნდა. ის დახურულ საცურაო კოსტიუმში პოზირებს, რომელიც მის გარუჯულ სხეულს ძალიან უხდება.
ქეთა შესანიშნავად გამოიყურება, მშობიარობის შემდეგ ფორმები მალევე მოიწესრიგა, ყველაფერი კი განსაკუთრებული კვების – ცილოვანი დიეტის, უჯრედისისა და ბევრი წყლის დამსახურებაა.